ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“კანონში

მეორე მოსმენით მიიღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“კანონპროექტი. 80 დეპუტატი მომხრე იყო, 12 – წინააღმდეგი. რომელ სადავო საკითხებზე შეთანხმდებიან მხარეები, დღის ბოლომდე დაზუსტდება. ოპოზიციის განცხადებით, საკვანძო პუნქტები, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეების დისციპლინური დევნის გადაწყვეტილების მიღებას ორი მესამედის ნაცვლად სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტით შეძლებენ, – კვლავ ძალაში რჩება, რაც სასამართლო სისტემაზე კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად. სადავო საკითხია ასევე ცვლილება, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭოს წევრების ზედიზედ ორჯერ არჩევა დასაშვები გახდება.