ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში
ოპოზიცია „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში მომზადებულ ცვლილებებსაც აკრიტიკებს, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება. მწვავე შეფასებების თემა ცვლილებების ის ნაწილია, რომელიც სასამართლოში მედიის მუშაობას ეხება. კერძოდ, სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას განახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, იკრძალება მოსამართლესთან კომუნიკაცია ზეწოლის მიზნით, მარტივდება რაიონული სასამართლოს მოსამართლის დაწინაურების პროცედურა.