ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში

მომავალ კვირას გახდება ცნობილი, რას ფიქრობს ვენეციის კომისია სასამართლოს ახლად დამტკიცებულ რეფორმაზე.

იგულისხმება საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს და პროცედურას ცვლის. გარდა იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პარლამენტისთვის კანდიდატთან ერთად დასაბუთების წარდგენის ვალდებულება ექნება, ჩნდება გასაჩივრების შესაძლებლობა. თუმცა ხელისუფლების ოპონენტების აზრით, სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის შესარჩევი კონკურსი გამჭვირვალე მაინც არ იქნება. ფასადური ცვლილებების არგუმენტით კანონში შესულმა ახალმა პუნქტებმა ოპოზიციის ხმები ვერ მიიღო.