ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - უმრავლესობის სხდომა

საარჩევნო სისტემის შეცვლის შემდეგ პარლამენტში კიდევ ერთი მნიშველოვანი პოლიტიკური პროცესი იწყება.

მუდმივად სადავო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს. ამ წუთებში მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისშია შეკრებილი. პარტია არჩილ თალაკვაძის, ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის ავტორობით მომზადებულ პროექტს ეცნობა. იმისთვის, რომ გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა თავიდან იყოს აცილებული, კონსულტაციები და პოზიციების შეჯერებაა საჭირო.

ცვლილებებზე მმართველი გუნდი,  ოპოზიციის წარმომადგენლები  და არასამთავრობო სექტორი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ძირითადი შესწორებები ეფუძნება იმ 27 რეკომენდაციას,  რომელიც საქართველომ საპრეზიდენტო არჩევნებისას მიიღო. პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღებას დაჩქარებული წესით გეგმავს.

თეონა მანაგაძე ესაუბრა შეხვედრის დაწყებამდე მმართველი პარტიის წევრებს.