ცვლილებები საარჩევნო კოდექსში – ოპოზიციის გადაწყვეტილება

21:40, 03.09.2020

ხმაურიანი განხილვების შემდეგ ცოტა ხნის წინ შეცვლილ საარჩევნო კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. ამომრჩეველთა მოსყიდვა-დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე რეაგირება მკაცრდება. სანქციის გარდა, იგულისხმება შინა პატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა.

ფორმალური და ფასადური ცვლილებების არგუმენტით, ოპოზიციამ კენჭისყრამდე ორი ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა, რომლებიც სწორედ დაშინება-ზეწოლის პრევენციასა და ხმების გადათვლას ეხებოდა, თუმცა ორივე ინიციატივა ჩავარდა.

მსგავსი