ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ შეცვლილ „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი კიდევ ერთი ცვლილება, პირველი მოსმენით მიღებულია. ინიციატივას, რომლის მიხედვით, ამომრჩევლის დაშინება-მოსყიდვისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე რეაგირება მკაცრდება, არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი. ხმაურიანი განხილვის დროს, ხელისუფლების ოპონენტებმა მმართველ გუნდს რამდენჯერმე მიუთითეს, რომ პრობლემა არა სანქციისა და სასჯელის ზომა, არამედ მისი აღსრულებაა, რაც, მათივე მტკიცებით, წლების განმავლობაში გამოწვევად რჩება. სწორედ ამ არგუმენტით, ოპოზიციური სპექტრი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად  შეფასებულ ცვლილებას, ფასადურად მიიჩნევს და შემდეგი განხილვის დროს, სხდომაზე ორი ალტერნატიული პროექტის წარდგენას აანონსებს.