ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

ამ წუთებში მეცხრე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია იხსნება – გაიმართება პოლიტიკური დებატები. საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები იქნება. კანონპროექტით სისხლის სამართლის დანაშაული ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, ხმის ფარულობის დარღვევა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებები პრობლემებს ვერ გადაჭრის და ისინი ალტერნატიულ პროექტს მოამზადებენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.