ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

მომავალი საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ჩატარდება.

კანონპროექტი 92 ხმით მიღებულია. დოკუმენტს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკურ ჯგუფებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად მზადდებოდა, რამდენიმე წუთის წინ რიგგარეშე სხდომაზე მესამედ უყარეს კენჭი. მთავარი სადავო საკითხები იყო პუნქტები, რომლებიც გენდერულ კვოტირებას და საარჩევნო უბნების გარშემო ამომრჩეველთა თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფას ეხება. ხმაურიანი განხილვების შემდეგ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი თავდაპირველი ვერსიისგან პრაქტიკულად არ გასხვავდება და მასში უმნიშვნელო ცვლილებებია შესული.

თეონა მანაგაძე ადევნებდა თვალს მესამე მოსმენას.