ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

ფრენების რეჟიმთან ერთად „კოვიდ-19“-მა საარჩევნო რეალობაც შეცვალა.

ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის საპარლამენტო არჩევნები სპეციალურად შემუშავებული რეგულაციებით ჩატარდება. კონკრეტული წესები ახალ საარჩევნო კოდექსში გაიწერება, რომელიც დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კოდექსში შესატანი ცვლილებები ეუთო/ოდირის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაცემულ რეკომენდაციებს ემყარება და როგორც საარჩევნო კამპანიის, ასევე უშუალოდ კენჭისყრის დღეს ახალ თამაშის წესებს ადგენს. ოპოზიციას პროექტის მიმართ არაერთი შენიშვნა აქვს, რის გამოც ცვლილებების განხილვა ხმაურის და ორი ოპოზიციური ფრაქციის ბოიკოტის რეჟიმში მიმდინარეობს.