ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

12:17, 10.11.2026

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მასში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემები. კანონპროექტის მიხედვით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე შემცირდა. ასევე, არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმებსაც თავად გამოსცემს. ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის. წარმოდგენილ ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიციაში აკრიტიკებენ.

მსგავსი