ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

12:23, 02.03.2026

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. სიახლე საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება. „საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 18 წლის ასაკიდან. ცესკო-ს დადგენილებით განისაზღვრება საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტო ვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი.

დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მესამე მოსმენით „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ. მეორე მოსმენის დროს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილება შევიდა, კერძოდ, პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა.

 

მსგავსი