ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“

15:05, 25.11.2025

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსი“ პირველი მოსმენით განიხილა. ცვლილებები პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა. დავით მათიკაშვილმა განმარტა, რატომ იცვლება ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. დეპუტატმა მიზეზად საერთაშორისო პრაქტიკა, გარე ჩარევის შეზღუდვა და ინფორმირებული არჩევანი დაასახელა. ცვლილებები გააკრიტიკა გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდმა. მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ემიგრანტებს ხმის უფლებას ართმევს, რისი მიზეზიც, მათი განცხადებით, ოპოზიციური განწყობებია. ოპოზიციის ამ შეფასებას მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს. შეგახსენებთ, რომ ცვლილებებით, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოში შეეძლებათ. საზღვარგარეთ არჩევნები აღარ ჩატარდება და საარჩევნო უბნები არ გაიხსნება.

მსგავსი