ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა.

ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იგნორირებაში ადანაშაულებენ. ოპონენტები ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის წესის შეცვლას ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაკონტროლების მცდელობად მიიჩნევენ. სადავო პროექტის მესამე მოსმენა და კენჭისყრა ხვალ იგეგმება. კიდევ ერთხელ იცვლება ცესკო-ს პირველი პირის და წევრების არჩევის კვორუმი – თუ 90 დეპუტატის ხმები ვერ მოგროვდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხუთწლიანი ვადით ასარჩევად უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმაც საკმარისი იქნება. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შეცვლილი კოდექსის კორექტირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კვორუმის გაზრდის გამო ცესკო-ს თავმჯდომარის ხუთწლიანი ვადით არჩევა რამდენჯერმე ვერ მოხერხდა, შედეგად მას დროებით 6-6 თვიანი ვადებით ირჩევდნენ.