ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

12:23, 09.02.2024

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების დაკომპლექტების წესი იცვლება. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის პოსტი, რომელზეც პირი ცესკო-ს პარტიულ წევრთაგან ინიშნებოდა და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენდა. საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტი დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება. დაგეგმილ ცვლილებებს მხარეები არაერთგვაროვნად აფასებენ.

პოლიტიკური ჯგუფების პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.

მსგავსი