ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში – შეფასებები

12:12, 20.11.2025

„საარჩევნო კოდექსის“ განხილვა გრძელდება. ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის მონაწილეობის წესები არჩევნებში. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებიც მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება; მმართველი გუნდი გადაწყვეტილების მიზეზად, გარე ჩარევებისგან სახელმწიფოს დაცვას ასახელებს. ასევე, ცვლილებებით მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. კერძოდ, წარსადგენი აღარ იქნება სააღრიცხვო ბარათი. იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენის და რეგისტრაციაზე უარის/გაუქმების საფუძვლები. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები იურიდიულად იურიდიულად არჩევნების გაუქმებას ნიშნავს.

მსგავსი