ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში – განხილვა პარლამენტში

15:10, 21.11.2025

„საარჩევნო კოდექსის“ განხილვა გრძელდება. ცვლილებები დღეს დავით მათიკაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. აქცენტი, ამჯერადაც ემიგრანტების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის წესის ცვლილებაზე გააკეთა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში შეეძლებათ.

გადაწყვეტილების მიზეზად საერთაშორისო პრაქტიკის გადმოღება, გარე ჩარევის შეზღუდვა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება დასახელდა. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, მათი თქმით, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი მხარს „ქართულ ოცნებას“ არ უჭერს, რის გამოც ხელისუფლება მათ ხმის უფლებას უზღუდავს.

მსგავსი