ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში – განხილვა პარლამენტში

15:08, 24.11.2025

საარჩევნო კოდექსის განხილვა გრძელდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. პროექტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა. დავით მათიკაშვილმა ყურადღება ემიგრანტების მიერ ხმის მიცემის წესის ცვლილებაზე გაამახვილა და თქვა, რომ სპეკულაციაა, თითქოს, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს არჩევნებში ხმის უფლება ეზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად, გარე ჩარევისა და გავლენის მოხდენის მცდელობის აღკვეთაა.

მსგავსი