ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში

პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხილვა გრძელდება. ამ საკითხზე დღეს პირველი მოსმენით რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. ცვლილებები ეუთო-ს რეკომენდაციებს ეფუძნება. რეკომენდაციები შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიაკამპანიასა და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს, ასევე პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასა და გენდერულ კვოტებს.