ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში
გრძელდება „საარჩევნო კოდექსის“ განხილვა – ცვლილებები დილიდან მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. იცვლება სხვა ქვეყანაში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება; მმართველი გუნდი გადაწყვეტილების მიზეზად გარე ჩარევებს ასახელებს. ოპოზიცია კი უფლებების შეზღუდვებზე მიუთითებს. ცვლილებებით ასევე მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. კერძოდ, წარსადგენი აღარ იქნება სააღრიცხვო ბარათი. იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/გაუქმების საფუძვლები.