ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში

15:20, 19.11.2025

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსის“ განხილვა დაიწყო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ცვლილებები დავით მათიკაშვილმა წარუდგინა. მან აქცენტი ემიგრანტების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის წესის ცვლილებაზე გააკეთა. მათიკაშვილის განმარტებით, მომავალში საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში მისცემენ. გადაწყვეტილების მიზეზად საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, გარე ჩარევის შეზღუდვა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება დაასახელა.

ცვლილებებს გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდი აკრიტიკებს. მათ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნება“ ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას ართმევს და მათ დასჯას ცდილობს.

მსგავსი