ხვალიდან საკანონმდებლო ორგანოში „საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციის საკომიტეტო განხილვები დაიწყება. იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის, არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. კერძოდ, წარსადგენი აღარ იქნება სააღრიცხვო ბარათი. იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს, მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი წარადგენს უპარტიო კანდიდატს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ გატარდება რეგისტრაციაში ან გაუქმდება რეგისტრაცია. პროექტით, ასევე ზუსტდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, ფოტო და ვიდეო გადაღების წესებიც.