ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში

პარლამენტი საარჩევნო რეფორმაზე იწყებს მუშაობას. იგულისხმება შეთანხმება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის შესვლის წინაპირობა გახდა. საკანონმდებლო ორგანო საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩამოყალიბებას მიმდინარე დღეებში დაიწყებს. გეგმის მიხედვით საარჩევნო რეფორმა პირველ მარტამდე კანონპროექტად უნდა იქცეს. დოკუმენტი, შემდგომ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებზე ბარიერის დაწევას, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, საკრებულოების არჩევნების წესის შეცვლასა და ხმის მიცემის პროცედურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ცვლილებების მისაღებად, პარლამენტს საკმარისი ხმები აქვს, თუმცა შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ პუნქტს, საარჩევნო ბარიერის დაწევას საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 113 ხმა სჭირდება, რაც ოპოზიციის პარლამენტში შესვლის გარეშე ვერ მოხერხდება.