ცვლილებები რეგლამენტში - რას ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობა“

პარლამენტმა რეგლამენტში რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს კენჭი უყარა.

საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ახალი პარლამენტის არჩევამდე ორ დეპუტატს, – თუ ისინი დატოვებენ საკუთარ პარტიებს ან ბლოკებს, – შეეძლება პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნა. უმრავლესობის მხარდაჭერით პარლამენტმა საკითხი დაჩქარებული წესით განიხილა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებას აკრიტიკებენ და მხარს არ უჭერენ.