იცვლება პარლამენტის რეგლამენტი. ცვლილებები დეპუტატებს შალვა პაპუაშვილმა გააცნო. აღნიშნა, რომ მიზანი საკანონმდებლო საქმიანობის გაუმჯობესებაა, თუმცა მოქმედი რეგლამენტის 90 პროცენტი შენარჩუნდება. მინისტრის საათი გაუქმდება და მის ნაცვლად აქტიურად ინტერპელაციის ფორმატი იქნება გამოყენებული. სწორედ ამ საკითხზე დაისვა დეპუტატების კითხვები.