ცვლილებები რეგლამენტში

მე-11 მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტის დამტკიცებას გეგმავს. „ქართული ოცნება“ შესაბამის პროექტს ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე დააინიცირებს. ახალი რეგლამენტით, ინტერპელაციების რაოდენობა გაორმაგდება და მინისტრის საათის ფორმატი გაუქმდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინტერპელაციის გამართვა ყოველ სასესიო კვირას იქნება შესაძლებელი და ამ ფორმატში დებატები უფრო დინამიკური გახდება. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში მუდმივმოქმედი საბჭოები გაუქმდება და მას დროებითი საპარლამენტო კომისიები ჩაანაცვლებს. ახალი რეგლამენტით, საკანონმდებლო წინადადების ადრესატები კომიტეტების ნაცვლად, დეპუტატები გახდებიან. პაპუაშვილის თქმით, ახალი რეგლამენტის ტექსტის 90% მოქმედი რეგლამენტის იქნება. თუმცა ახალ რეგლამენტში ყველა პროცედურული ორაზროვნება აღმოიფხვრება და მკაფიო ჩანაწერები გაკეთდება. დოკუმენტს პარლამენტი საბოლოოდ მაისში დაამტკიცებს და ძალაში პირველი ივლისიდან შევა.