პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება. საკითხს რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, გადაწყვეტილებებს პარლამენტი ღია კენჭისყრით მიიღებს. სიახლე შეეხება იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხის კენჭისყრასაც. ფარული კენჭისყრა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა. დეპუტატების ნაწილი ცვლილებაში პრობლემებს ვერ ხედავს, ნაწილისთვის კი ის მიუღებელია.