ცვლილებები რეგლამენტში

ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროექტს ხვალ პლენარულ სესიაზე განიხილავენ. მანმადე საკითხზე კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. სიახლის მიხედვით, საპარლამენტო  თანამდებობის დაკავების უფლება ექნებათ უფრაქციო დეპუტატებსაც. ასევე, იცვლება საპარლამენტო პროცედურებში უფრაქციო დეპუტატების მონაწილეობის წესი. ცვლილებების მომზადების მიზეზი, „ქართული ოცნების“ დეპუტატების განმარტებით, საქართველოში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობაა.