ცვლილებები რეგლამენტში

ცვლილებები რეგლამენტში – საკითხი მესამე მოსმენით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის მიხედვით, ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტის ექვსი წევრის ნაცვლად, შვიდი იქნება საჭირო.

გარდა ამისა, უქმდება „საპარლამენტო უმცირესობის“ სტატუსი და მოხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია. ასევე, პარლამენტის ის წევრი, რომელიც არცერთ ფრაქციაში არ იქნება გაწევრიანებული, პარლამენტის უფრაქციო წევრად იწოდება. 9-დან 3-მდე მცირდება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის რაოდენობა. რეგლამენტში შესატან ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

 

დატოვე კომენტარი