ცვლილებები რეგლამენტში

რვა წლის შემდეგ პარლამენტის რეგლამენტი იცვლება.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, მთავრობაზე საკანონმდებლო ორგანოს ზედამხედველობა უნდა გაძლიერდეს.

იცვლება პრემიერის და მინისტრების დაბარების წესი და იზრდება პლენარული სხდომების რაოდენობა. ამავე ცვლილებებით, ქართულ საპარლამენტო ცხოვრებაში პირველად მკვიდრდება ინტერპელაციის ინსტიტუტი – ახალი წესი, როდესაც ფრაქციას ან დეპუტატთა შვიდკაციან ჯგუფს უფლება ექნება, მინისტრებს ან კონკრეტულ უწყებებს შეკითხვებით პირდაპირ მიმართოს, შემდეგ კი პოლიტიკური დებატები გამართონ.

დატოვე კომენტარი