ცვლილებები რეგლამენტში

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე დღეს მესამე მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის თანახმად, უქმდება მინისტრის საათი და იზრდება ინტერპელაციების რაოდენობა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დეპუტატები შეძლებენ, საჭირო საკითხებზე პრემიერი, მინისტრები და ანგარიშვალდებული პირები პარლამენტში ყველა სასესიო კვირაში დაიბარონ. რეგლამენტის ახალი პროექტით, მუდმივმოქმედ საბჭოებს დროებითი კომისიები ჩაანაცვლებს. იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესიც. ახლებურად ჩამოყალიბდა ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება. ზუსტდება ბოიკოტის მექანიზმის გამოყენების წესი. კანონპროექტის თანახმად, ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს არა ზოგადად პლენარული სხდომის, არამედ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის მიმართ. სახელისუფლებო გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგლამენტი საპარლამენტო საქმიანობას უფრო ეფექტიანს და სტრუქტურულად დახვეწილს გახდის.