ცვლილებები პროკურორის არჩევის წესში

გენერალური პროკურორის არჩევის წესი შეიცვალა.

პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის კანდიდატურის დასახელების უფლება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება. ახალი ცვლილებებით, საპროკურორო საბჭო აკადემიურ წრეებთან და არასამთავრობოებთან ორგანიზაციებთან კონსულტაციებს აღარ გაივლის და გენერალური პროკურორის არჩეულ კანდიდატს პარლამენტს თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარუდგენს. საპროკურორო საბჭოს კანდიდატის არჩევისთვის ერთი კვირა ექნება. პარლამენტს კი მისი პოსტზე დამტკიცებისთვის მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.