ცვლილებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებაში

პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარების ერთ-ერთ ადგილად თელავში მდებარე ერეკლე მეფის სასახლე განიხილება.

ცერემონიის მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად აქტიური განხილვის თემა ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი, რომელიც შესაძლოა 4 მილიონი ლარით შემცირდეს, დაგეგმილია ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობის შემცირებაც. პარლამენტში შეტანილი პროექტის მიხედვით, 2019 წელს თანხა გათვალისწინებული საერთოდ არ არის სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდისთვის. კანონპროექტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური სპეკულაციები.

ოპოზიციის გარდა ფინანსთა სამინისტროს მიმართ კითხვები მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც აქვს.