ცვლილებები პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში  

განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები სკოლებში რეგისტრაციის დროს პრივილეგიით ისარგებლებენ.

პირველ ეტაპზე სწორედ ისინი დარეგისტრირდებიან სასურველ სასწავლო დაწესებულებებში. მანამდე მათთვის

ცალკე ეტაპი არ არსებობდა და ისინი სასურველ სკოლებში მოხვედრას საყოველთაო რეგისტრაციის გზით ცდილობდნენ.

გენო ოსიყმაშვილი არკვევდა, რამდენად არიან მზად სკოლები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და იქნება თუ არა წელს სასწავლო დაწესებულებებში საკმარისი ადგილები, რაც მუდმივი პრობლემაა.