ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში

პარლამენტის რეგლამენტში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება იგეგმება. P

პირველი არის ინფრომაციით, შესაბამისი პროექტი მმართველ გუნდში უკვე მომზადებულია და მიმდინარეობს დეტალების შეთანხმება. ცვლილებებით იგეგმება საკანონმდებლო საქმიანობის პრინციპების დახვეწა, ასევე საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება.

ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს. კერძოდ, ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, 2019 წლიდან პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება, გასული წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში პარლამენტს სექტემბერის თვეში პირადად წარუდგინოს. ინტენსიურ ხასიათს მიიღებს პარლამენტში მინისტრების მისვლაც. იგეგმება „მინისტრის საათის“ ფორმატის შემოღება, რომლის გათვალისწინებით, მინისტრის გამოცხადება საკანონმდებლო ორგანოში სავალდებულო იქნება. მთავრობის წევრების გამოსვლის განრიგს კი, პარლამენტის ბიურო შეადგენს. სიახლეა ასევე ისიც, რომ აღარ მოხდება მინისტრის დაბარება ფრაქციის სხდომაზე, მაგრამ დეპუტატების მოთხოვნის შემთხვევაში, მინისტრებს გამოცხადება კომიტეტის სხდომაზე მოუწევთ.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები საკომიტეტო მუშაობასაც ეხება. 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შესაძლოა, რამდენიმე კომიტეტი გაერთიანდეს. კერძოდ, განათლების კომიტეტთან შესაძლოა სპორტის კომიტეტი გაერთიანდეს, ხოლო თვითმმართველობის კომიტეტს გარემოს დაცვის კომიტეტი შეუერთდეს. ამასთან, ცვლილება შესაძლოა შეეხოს დიასპორის საკითხთა კომიტეტსაც, რომლის გაერთიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან იგეგმება.

შეგახსენებთ, ეს პირველი არხის მიერ მოპოვებული ინფორმაციაა.