ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში
 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ახალ რეგლამენტს მეორე მოსმენით განიხილავენ. იზრდება ინტერპელაციების რაოდენობა და უქმდება მინისტრის საათი. დეპუტატები შეძლებენ, საჭირო საკითხებზე პრემიერი, მინისტრები და ანგარიშვალდებული პირები პარლამენტში ყველა სასესიო კვირაში დაიბარონ. რეგლამენტის ახალი პროექტით, მუდმივმოქმედ საბჭოებს დროებითი კომისიები ჩაანაცვლებს.
 
იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესიც. სახელისუფლებო გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგლამენტი საპარლამენტო საქმიანობას უფრო ეფექტიანს და სტრუქტურულად დახვეწილს გახდის.