საქართველოს პარლამენტში დღეს კომიტეტზე, პირველი მოსმენით, ახალი რეგლამენტი განიხილეს.
მიზანი პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაა. ახალი რეგლამენტით იზრდება ინტერპელაციების რაოდენობა და უქმდება მინისტრის საათი. დეპუტატები შეძლებენ საჭირო საკითხებზე პრემიერი, მინისტრები და ანგარიშვალდებული პირები, პარლამენტში ყველა სასესიო კვირას დაიბარონ. რეგლამენტის ახალი პროექტით, მუდმივმოქმედ საბჭოებს დროებითი კომისიები ჩაანაცვლებს. იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესიც. სახელისუფლებო გუნდის წევრები მიიჩნევენ, ახალი რეგლამენტი საპარლამენტო საქმიანობას მეტად ეფექტურსა და სტრუქტურულად დახვეწილს გახდის.