ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში  

ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობდა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა.

რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით გატანილი პროექტის მიხედვით, პარლამენტის სამუშაო ადგილად თბილისი იქნება განსაზღვრული და თებერვლიდან ის მუშაობას დედაქალაქში განაგრძობს. საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობის გარდა იცვლება მინისტრების დაბარების წესი და ძლიერდება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები. თუ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი დამტკიცდება, პრემიერი ვალდებული ხდება, დეპუტატებს ანგარიში წელიწადში ერთხელ ჩააბაროს, ფრაქციას კი უფლება ექნევბა, კომიტეტის ფორმატში თანამდებობის პირი დაიბაროს.

პარლამენტის რეგლამენტი ბოლოს რვა წლის წინ შეიცვალა.

ნოდარ ჩაჩუა ადევნებს თვალს რიგგარეშე სხდომას.