პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის, თუ ამ დრომდე წესების დარღვევისთვის აკრედიტაცია ერთ თვით, მეორე ჯერზე კი ექვსი თვის ვადით უქმდებოდა, შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე ვადა ერთ წლამდე იზრდება. შედეგად პარლამენტის აკრედიტაციის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდებათ, ასევე დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება, რომ აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით გაუქმდეს მთლიანად მედიასაშუალებას. როგორც პარლამენტის თავჯდომარე აცხადებს გადაწყვეტილების მიზანი აკრედიტაციის სისტემის ევროპულთან დაახლოებაა. აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები პარლამეტნის თავმჯდომარემ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, მაშინ როდესაც ევროპარლამენტმა ტელეკომპანია იმედის ყველა თანამშრომელს ევროპარლამენტის შენობაში შესვლა ერთი წლის ვადით აუკრძალა.