ცვლილებები „ნაციონალურ მოძრაობაში“ 

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. სააკაშვილი აცხადებს, რომ პირველი მარტიდან ხსნის შტაბს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ოპოზიციურ ძალებთან  ითანამშრომლებს საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად.

მისივე განცხადებით, პარალელურად, ცვლილებებია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. გუშინ, დღის ბოლოს პარტიის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა ყოფილმა დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. პარტიის რიგები დატოვეს ასევე ზაზა ბიბილაშვილმა, ნინო კალანდაძემ და მარიკა გერსამიამ.