„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლითაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი უნდა შეიქმნას, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს. აღნიშნული სტრუქტურა, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება და ამისთვის მას მიენიჭება აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სსიპ-ების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა კონტროლის ხელშეწყობის ფუნქცია.