ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში

12:06, 02.02.2026

„გრანტების“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ და კიდევ ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ პირველი მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. სხდომა ორ საათზეა ჩანიშნული. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ხორციელდება პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებები. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა რვა წლის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

გრანტების კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით კი წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კანონით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას სამასი საათიდან 500 საათამდე ან პატიმრობას ექვს წლამდე ვადით. კანონში დაგეგმილი ცვლილებით ზუსტდება, რა მიიჩნევა გრანტად და ვის ექნება ვალდებულება, რომ გრანტის გასაცემად მთავრობისგან წინასწარი ნებართვა მიიღოს.

 

მსგავსი