ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში
დღეს პლენარულ სხდომაზე „გრანტების“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, პირველი მოსმენით დაამტკიცეს. საკანონმდებლო ინიციატივით, ზუსტდება გრანტის ცნება. ამასთან, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. რაც შეეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონს, ცვლილების მიხედვით ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, პოლიტიკური პარტიის წევრობა რვა წლის განმავლობაში ეკრძალება.