„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით, იმ პირებს, რომლებმაც 2017 წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია, ან საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, შეძლებენ მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღებას, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს კვალიფიციური საზღვაო კადრების განვითარებას და თანამდებობების ამაღლებას საზღვაო ინდუსტრიის სფეროში, ასევე საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის, პოზიციების გაძლიერებას საერთაშორისო ბაზარზე.