ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“კანონში

12:25, 22.05.2026

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანაზე დღეს პირველი მოსმენით იმსჯელებენ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. ცვლილებების მიხედვით, „სპეციალიზებული მაუწყებლები“, რომლებიც ძირითადად ერთი თემატიკის – სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი მიმართულებით მაუწყებლობენ, უცხოური დაფინანსების მიღებას შეძლებენ და მათთვის არსებული შეზღუდვა მოიხსნება. კანონპროექტის ავტორის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, უცხოური დაფინანსების მიღება ისევ აკრძალული იქნება იმ მაუწყებლებისთვის, რომელთა ეთერშია ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკა. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი იქნება, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, მაუწყებელს დაავალდებულოს მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა.

მსგავსი