მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში დღეიდან იწყებს. „ქართული ოცნების“ მიერ ბრიტანულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით მომზადებულ დოკუმენტზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებით მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები დადგინდება, კანონის დაცვის ინსტიტუციური მექანიზმი განისაზღვრება და აქამდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხების განხილვის უფლება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სასამართლოს მიენიჭება.
მხარეთა პოზიციებსა და დაგეგმილ ცვლილებებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.