ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში

პარლამენტმა საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილების გათვალისწინებით, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან / და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო, კულტურული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვასთან დაკავშირებული პროგრამებისა.

პირველი არხი | განათლება