ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ერთ-ერთი მთავარი ცვლილება კომერციული რეკლამის განთავსებას ეხება. სწორედ დოკუმენტის ეს ნაწილი იყო უთანხმოების ძირითადი მიზეზი.

ცვლილების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის ეთერში შეზღუდული დროით კომერციული რეკლამის განთავსება დასაშვები ხდება. სიახლეა შესყიდვების ნაწილშიც. კერძოდ, ტელევიზიის შემოქმედებითი პროდუქციის შეძენაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი არ გავრცელდება და ასეთ დროს გადამწყვეტი არა ფასი, არამედ ხარისხი იქნება.

კანონში ახალი ვრცელი ჩანაწერიც კეთდება, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა უფრო მეტად იყოს დაცული. ინიცირებულ ცვლილებებს ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან ცალსახა მხარდაჭერა აქვს.

რა იცვლება ვეტოდაძლეული კანონით მაუწყებლისთვის – შორენა ხვიჩია დეტალებით.

დატოვე კომენტარი