ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში

ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობით განმარტავს მმართველი გუნდი იმ ინიციატივასაც, რომელმაც პოლიტიკურ წრეებსა და მესამე სექტორში მორიგი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხელისუფლების მიერ ინიციირებული კანონპროექტი კომუნიკაციების კომისიას საშუალებას მისცემს, რომ უარის შემთხვევაში კონკრეტული მაუწყებლის ფინანსური დოკუმენტაცია სასამართლოს საშუალებით ბანკებიდან გამოითხოვოს. არგუმენტია, რომ ცვლილება მაკონტროლებელ უწყებას ტელევიზიების დაფინანსებასთან დაკავშირებული აკრძალვების უკეთ კონტროლში დაეხმარება.

დაანონსებული ცვლილებები მედიის შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობად ფასდება.