ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მეორე მოსმენით დაამტკიცეს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული დოკუმენტი ბრიტანულ კანონმდებლობას ეყრდნობა. ავტორების თქმით, კანონპროექტით მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები დადგინდება, შემცირდება დეზინფორმაციის გავრცელება, კანონის დაცვის ინსტიტუციური მექანიზმი განისაზღვრება და აქამდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხი გადმოდის სახელმწიფო რეგულირების სფეროში, რაც გულისხმობს, რომ სადავო საკითხების განხილვის უფლება ასევე მიენიჭება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სასამართლოს.