ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ კანონში“
მოსალოდნელი რეგულაციები ტელევიზიისა და რადიოსთვის.
პარლამენტმა ოპოზიციის და არასმთავრობო თუ მედია-ორგანიზაციების ნაწილის მიერ დაწუნებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყო. საუბარია მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც, ინიციატორების განმარტებით, მედიაში ბრიტანული მოდელის დანერგვას გულისხმობს. ვინ და რა კრიტერიუმებით უნდა დაადგინოს ობიექტურობის და პროფესიული ეთიკის სტანდარტები, რასაც კანონპროექტი გულისხმობს – ინიციატივის მიხედვით, მითითებული საკითხების შესწავლის პროცესში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ჩაერთვება. მმართველი პარტია ახალი რეგულაციების ამოქმედების აუცილებლობას დეზინფორმაციასთან ბრძოლის და პროცესების რადიკალიზაციის პრევენციის
არგუმენტით ხსნის.
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის და ცენზურის დაწესების საფრთხეზე საუბრობენ მმართველი გუნდის ოპონენტები. კრიტიკის საგანია მეორე კანონპროექტიც, რომელიც მედია-საშუალებებს უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავს.